LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძეს არ ექნება ის კომფორტი, რომ პასუხისმგებლობას დაემალოს – გია ხუხაშვილი

27

„კალაძის მერობა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იქნება – ნარმანია იყო დანიშნული მერი და ხალხი პასუხისმგებლობას არ აკითხებდა, კალაძეს კი არ ექნება კომფორტი დაემალოს პასუხისმგებლობას,“ – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ყველას ესმის, რომ კალაძის პოლიტიკური წონა უფრო მაღალია, ვიდრე წინა მერის და ნებისმიერ მოქმედებაზე ახალი მერის პერსონალური ფაქტორი იქნება გამოკვეთილი.

„კახა კალაძეს არ ექნება ის კომფორტი, რომ დაემალოს პასუხისმგებლობას. ყველას ესმის, რომ მისი პოლიტიკური წონა უფრო მაღალია, ვიდრე წინა მერის და ნებისმიერ მოქმედებაზე მისი პერსონალური ფაქტორი იქნება გამოკვეთილი. მისი სტატუსი და მოვალეობები მეტ-ნაკლებ შესაბამისობაში მოვა ერთმანეთთან,” – განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ახალ მერს ძალიან გაუჭირდება, რადგან ის საკმაოდ დატვირთულია ვალდებულებებით.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები