LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძეს მერობის კანდიდატად პირველ ივლისს წარადგენენ

42

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს პირველ ივლისს ოფიციალურად წარადგენს.

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კალაძის წარდგენამდე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

ვიცე სპიკერმა დაადასტურა, რომ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე კახა კალაძის შემცვლელად ილია ელოშვილის კანდიდატურა განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები