LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუჭავას თქმით, სამინისტროს ვინმესთან მიერთებით, გარემოს დაცვა პრიორიტეტულობას კარგავს

68

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეებს ხედავს და აცხადებს, რომ „სამინისტროს ვინმესთან მიერთებით, გარემოს დაცვა პრიორიტეტულობას კარგავს“.

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი კახა კუჭავამ საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გააკრიტიკა. დეპუტატის შეფასებით, მთავრობის მიდგომა არასწორია.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა, როცა მომხმარებელი და მარეგულირებელი არის ერთ უწყებაში, აქ არის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი. მაგალითად, დაცული ტერიტორია არის ის ტერიტორია, სადაც ხდება იმ ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი სიმდიდრის კონსერვაცია, რომელიც არ შეიძლება მოხმარებაში გავიდეს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის მომხმარებელი. ვერ ხედავთ, თუ რატომ შეიძლება გაჩნდეს პრობლემა წიაღთან დაკავშირებით?!“ – განაცხადა კუჭავამ საპარლამეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე გაუგებრად მიიჩნია, ოპტიმიზაციის ეგიდით რატომ უქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელსაც სხვა უწყებებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს. მათ მთავრობის წარმომადგენელს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებიც გაახსენა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები, ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით. ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროში ერთიანდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები