LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კუხიანიძეს სცენაზე დენმა დაარტყა – მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს

50

Ardaidardo.Ge

გუშინ ზუგდიდში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომლის დროსაც უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. მომღერალ კახა კუხიანიძეს სცენაზე დენმა დაარტყა. მან სიმღერის დასრულება შეძლო, თუმცა კოჭლობდა, ამიტომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.


ვერიკო ტურაშვილი:

ზუგდიდში გუშინ კონცერტზე ერთად გამოვდიოდით, დუეტს ვასრულებდით. სცენაზე კაბელი ჰქონდა ფეხზე შემოხვეული და დენმა დაარტყა, გააფართხალა… კოჭლობდა და ვეღარ დადიოდა. სასწრაფოთი გადავიყვანეთ საავადმყოფოში, ჩაუტარდა გამოკვლევები, ახლა ნორმალურადაა, მაგრამ მაინც კოჭლობს, ერთად მოვდივართ თბილისში. მოკლედ, გადავრჩით. აი, ასე ვართ შემოქმედებით
წვაში (იღიმის).

სიმღერის გაგრძელება შეძლო. პატარა პაუზის შემდეგ კიდევ სამი სიმღერა შევასრულეთ, თუმცა ცალ ფეხზე იყო მიყუდებული, ისე ცუდად გახდა…

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები