LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახას მილოცვა ზაზას: საქართველოს ორი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი (ფოტოები)

176

ზაზა ფაჩულიას გმირობამ და თბილისში NBA-ის საჩემპიონო თასის ჩამოტანამ სრულიად საქართველო ფეხზე დააყენა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ ეს ჩვენთან ხდება, რომ ქართველი კაცი ამდენს შესწვდა. ზაზამ ნამდვილი ისტორია შექმნა, საამაყო და უდიადესი, რომელიც არასოდეს წაიშლება ქართული სპორტის და საერთოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან.

ზაზამ ქართველ გულშემატკივრებს საშუალება მისცა სანუკვარი თასი ენახათ. გულშემატკივრებს შორის კი რიგითი ქომაგების გარდა უამრავი ცნობილი სახე იყო, დაწყებული საქართველოს პრეზიდენტ-პრემიერით, დამთავრებული სხვადასხვა დარგის ცნობილი წარმომადგენლებით. ერთი-ერთი მათგანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასევე გამორჩეული და განუმეორებელი კახი კალაძე, რომელმაც თავის მხრივ ასევე უდიდესი ისტორია დაწერა და ჩვენი ფეხბურთი საოცნებო მწვერვალზე აიყვანა.

ეს ორი სპორტსმენი, ეს ორი კაცი – შრომის, პროფესიონალიზმის, საქმის სიყვარულის და მიზნის მიღწევის სიმბოლოა.

ზაზას საყოველთაო წარმატება კახამაც მიულოცა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები