LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთი ამერიკული Forbes-ის ფოკუსში მოექცა

109

საქართველო, კერძოდ კახეთი ამერიკული Forbes-ის ფოკუსში მოექცა. გავლენიანმა გამოცემამ რეგიონი 2017 წელს ღვინის 12 საუკეთესო მიმართულებას შორის დაასახელა. რაც ყველაზე საინტერესოა, კახეთი (საქართველო) ისეთი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, როგორებიცაა: იტალია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, არგენტინა, ესპანეთი, ჩილე და სხვა.

Forbes-ი მკითხველს კახეთის მონახულებას მაისში ურჩევს. ამასთან, გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ღვინის დაყენების კახურ უნიკალურ ტექნოლოგიაზე, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციაზე და ტურისტებს ქართული კერძების დაგემოვნებასაც ურჩევს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში საქართველო როგორც ღვინის ტურისტული მიმართულება, არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში.

შეგახსენებთ, წელს საქართველოს, როგორც ახალ და საინტერესო ტურისტულ მიმართულებას, უცხოური გამოცემებმა ყურადღება რამდენჯერმე დაუთმეს. მათ შორის, ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა ”ტელეგრაფმა” კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა იმ ევროპული ქალაქების რეიტინგი, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს და მათ შორის თბილისია. რეიტინგში 21 ისეთი ქალაქი შევიდა, სადაც წასვლა ტურისტმა, ერთი შეხედვით, შესაძლოა, არასდროს მოინდომოს. ქალაქების ჩამონათვალში საქართველოს დედაქალაქი მე-4 ადგილს იკავებს, მაშინ, როცა 2015 წლის ამავე რეიტინგში, ის მე-8 პოზიციაზე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები