LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის ავტომაგისტრალებზე წრიულად მოძრაობა გახდება შესაძლებელი

79

კახეთის ავტომაგისტრალებზე წრიულად მოძრაობა გახდება შესაძლებელი. კერძოდ, იგეგმება  თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეტა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი მაგისტრალის შეკვრა,- ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გზა სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კუთხით და ქვეყნის აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ვინაიდან იგი თვისობრივად, ხარისხობრივად, ფიზიკურად ცვლის საქართველოს, მისი რეგიონების ცხოვრების ხარისხს და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ექნება ზეგავლენა.  ახალი გზები, ხიდები, გვირაბები შემქნიან ერთიან ჩონჩხს, რომელიც გააერთიანებს და შეკრავს ყველა რეგიონს. გახდის მგზავრობას უფრო უსაფრთხოს, რაც უმნიშვნელოვანესია, სწრაფს, ადვილს. გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, მათთვის უფრო ადვილი გახდება გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომი გახდება ყველა ძირითადი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

პოპულალურები