LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გუბერნატორი პანკისში უხუცესთა საბჭოს წევრებს ხვდება

48

კახეთის გუბერნატორი პანკისის ხეობაში იმყოფება. ირაკლი ქადაგიშვილი უხუცესთა საბჭოს წევრებს და ადგილობრივებს ხვდება.

შეხვედრა სოფელ დუისში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში ახლახანს დაიწყო.
შეხვედრის მთავარი თემა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაა.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. რეგიონის გუბერნატორი განცხადებას ჟურნალისტებთან, სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები