LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის ერთადერთი გამანაწილებელი კომპანია გაიყიდა

57

კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის ერთადერთი გამანაწილებელი კომპანიაა, „კახეთის ენერგოდისტრიბუცია” გაიყიდა. ის ”ენერგო პრო ჯორჯიამ” 21,7 მლნ ლარად შეიძინა.

აუქციონი გუშინ დასრულდა და მასზე მხოლოდ ერთი განაცხადი დაფიქსირდა. ”ენერგო პრო ჯორჯიამ” თანხა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ფინანსებს აღსრულების ეროვნული ბიურო „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ დავალიანების გასტუმრებას მოახმარს.

შეგახსენებთ, „ენერგო პრო ჯორჯია“ ამ დრომდე თბილისისა და კახეთის გარდა, ყველა რეგიონის ენერგომომარაგებაზე ზრუნავდა. რაც შეეხება ს.ს. ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციას” , ის 2003 წლის 15 აპრილს ს.ს. ,,სინათლე”-ს ბაზაზე შეიქმნა. კომპანიის საშუალო წლიური მოხმარება 272 მლნ.კვტ/სთ-ია, აბონენტთა რაოდენობა კი- 133 556.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები