LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება გრძელდება

99

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამინდების გაუმჯობესებისთანავე, კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება განახლდა.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

უწყების ცნობით, ალაზნის ველზე დღეს შპს „მექანიზატორი“-ს 9 ერთეულმა კომბაინმა 200 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება დაასრულა. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 2,4777 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი.

„პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთში მობილიზებულია 102 ერთეული შპს „მექანიზატორის“ მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან გურჯაანის სერვის-ცენტრში 60, ხოლო დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში 42 ერთეული. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები