LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ატმის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს

98

კახეთში ატმის ჩაბარება-რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებს, ექსპორტიორებს და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხები განიხილეს. სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი – 13 000 ტონაა.

როგორც მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, შეიქმნება საორგანიზაციო შტაბი, რომელიც გურჯაანში განთავსდება. შტაბს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები