LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მევენახეებმა 143 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს

69

დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 125 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა და მევენახეების შემოსავალმა 143 მილიონი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა “რთველი 2017“ “ძალიან წარმატებულად” შეაფასა და აღნიშნა, რომ რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია. კომპანიებს ყურძენი 15 000-მდე მევენახემ ჩააბარა.

„მთელი ეს პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული. მევენახეები და მეწარმეები ფასზე შეთანხმდნენ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად და ფასი განისაზღვრა ადგილწარმოშობის, ხარისხის და სხვა ფაქტორების მოთხოვნაზე დაფუძნებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ სწორად ჩაატარა პროცესი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა.

„დავიწყეთ ჩვენ ხვნისა და თესვის პროგრამა, შემდეგ გადავედით შეღავათიან აგროკრედიტებზე, აგროდაზღვევაზე, ასევე ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ამ ყველაფერმა გამოიღო ის შედეგი, რომ დღეს უკვე ჯანსაღი სისტემაა შექმნილი, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები