LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა

88

კახეთის რეგიონში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 22:01 საათზე, ქალაქ ყვარელთან 3,3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ყვარლის ჩრდილოეთით 11 კმ.-ში, სოფელ საბუედან 8 კმ.-ში დაფიქსირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები