LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში საჯარო სკოლა გაქურდეს

49

კახეთში საჯარო სკოლა გაქურდეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაშნაარში მოხდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამტვრეულია ინფორმატიკის კაბინეტის გისოსები და გატეხილია ორმაგი ბოქლომი, საიდანაც მძარცველებმა 2 სასწავლო კომპიუტერი გაიტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები