LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში, საპარტიარქოს დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა

53

კახეთში საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილი დაიწვა.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია თავშესაფრის  ჭერი, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო ბრიგადა მივიდა.

წინასწარი ინფორმაციით, აალება ელექტრო სადენებიდან დაიწყო და მთელ სახლზე გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები