LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

154

ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში, შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევს კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი ჩამოართვეს.

მასალები სისხლი სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამის საგამოძიებო  ორგანოს გადაეგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები