LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში სიმინდის მოსავლის აღება დაიწყო

484

კახეთის რეგიონში, სიმინდის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის, – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

სამინისტროს ცნობითვე, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წითელგორში, სადაც 15 ჰექტარზე დათესილი სიმინდის მოსავალი უკვე აიღეს.

„მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ამ დროისათვის შპს „მექანიზატორში“ 117 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში. გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს“,- აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები