LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში სლოტ კლუბის ორი თაანამშრომელი დააკვეს

92

შსს-მ გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ გურჯაანში, ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კლუბის დაცვის თანამშრომლებს 2 თანხმლებ პირთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის დაზარალებული თბილისის საავადმყოფოშია და ინტენსიური მკურნალობა უტარდება.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები