LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში უკვე 85 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

87

კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურად გრძელდება. დღეის მდგომარეობით, კახეთში უკვე 85 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, კახეთის მევენახეების შემოსავალებმა 96 მლნ ლარს მიაღწია.

„შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია. ყურძენი ღვინის საწარმეობს 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლები 96 მლნ ლარს აღწევს. რთველი მიმდინარეობს ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. მას შემდეგ რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი სტაბილურად, საშუალოდ 5 ათას ტონას აღწევს, რაც მიანიშნებს, რომ რთველის პროცესი კახეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს,“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, საიდანაც კახეთში ყურძნის კრეფა დაიწყო, რთველი თითქმის დასრულებულია. რთველის პროცესი ამ ეტაპზე აქტიურად კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 40 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია – 28,4 ათასი ტონა, გურჯაანში – 23,2 ათასი ტონა, თელავში – 15,1 ათასი ტონა, სიღნაღში – 8,5 ათასი ტონა, ლაგოდეხში – 3 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში – 2,2 ათასი ტონა, ახმეტაში – 2,5 ათასი ტონა და საგარეჯოში – 2 ათასი ტონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები