LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კალაძე: ტარიფის ძველ ნიშნულზე დატოვება იქნებოდა დარტყმა, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე სექტორისთვის

63

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა სწორი გადაწყვეტილება იყო.

,,როდესაც სემეკმა ტარიფი გადაითვალა და მოხდა მისი კორექტირება, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგანაც სწორედ ტარიფის კორექტირებაზე იყო მიბმული კომპანიების ცხოვრება, ხანგრძლივობა, ინვესტიციების განხორციელება, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რომ არა ტარიფის კორექტირება, კომპანიებს სერიოზული პრობლემები ელოდათ, რადგან ზარალზე გადიოდნენ. ისინი ვეღარ მოახერხებდნენ ელექტროენერგიის შესყიდვას, რომელიც შემდგომ მოსახლეობისთვის უნდა მიეწოდებინათ, რაც იქნებოდა დიდი დარტყმა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე სექტორისთვის. ტარიფი უნდა იყო ის, რაც მარეგულირებელი კომისიის დათვლის შედეგად იქნება მიღებული.’’- განმარტა კახი კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები