LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კავსაძემ და „ქართულმა ხმებმა” სალომე ზურაბიშვილს “მრავალჟამიერო” უმღერეს [ვიდეო]

119

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა.

“ბედნიერი ვარ, რომ დღეს კულტურის სფეროს სახელოვანი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნება კულტურის საბჭო და ერთად დავიწყებთ კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას, გამორკვევას იმისას, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, რომ იყოს მათი წარმომადგენელი აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რომ თავის ადგილას დადგეს საქართველოში კულტურა – გაანცხადა სალომე ზურაბიშვილმა

შეხვედრის შემდეგ „ქართულმა ხმებმა“ და კახი კავსაძემ „მრავალჟამიერი“ შეასრულეს და სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.

ვიდეომასალას  “პირველი არხის” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები