LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახური ტრადიციული მეღვინეობა” ჩინეთში მილიონ ბოთლ ღვინოსა და ქართულ ბრენდს გაიტანს

667

კომპანია „კახურ ტრადიციულ მეღვინეობასა“ და პარტნიორ კომპანია, „Beijing Charming Grand International Trading Co.” LTD-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამიერიდან, 1 წლის განმავლობაში , „KTW ჯგუფის“ ‎ ქართული ღვინისა და ქართული ბრენდის (1 000 000 მილიონი ბოთლის ოდენობით) იმპორტი განახორციელება ჩინეთის ბაზარზე. მემორანდუმს ქართული მხრიდან, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალურმა დირექტორმა , ზურაბ ჩხაიძემ და ჩინეთის მხრიდან, „Beijing Charming Grand International Trading Co.” LTD-ს გენერალურმა დირექტორმა, Wang Hengshun მოაწერეს ხელი.

“დღესდღეობით, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის ერთ-ერთი საექსპორტო ბაზარი- ჩინეთშია. ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი კი, „Beijing Charming Grand International Trading Co.” LTD, რომელიც 2011 წლიდან, ჩინეთის ბაზარზე, “KTW ჯგუფის’’ პროდუქციის იმპორტს აწარმოებს. ამ პერიოდისთვის, პარტნიორი კომპანია დამწყები იყო ამ საქმიანობაში, თუმცა, სწორი მარკეტინგული სტრატეგიითა და „KTW ჯგუფის“ ხელშეწყობის გათვალისწინებით, მან მოახერხა ერთ-ერთი უმსხვილსი კომპანია გამხდარიყო ჩინეთის ბაზარზე. ამ დროისთვის „Beijing Charming Grand International Trading Co.” LTD ჩინეთის 25 პროვინციაში “KTW“-ს პროდუქციის რეალიზებას ახორციელებს”, – განაცხადეს „KTW ჯგუფში”.

მათივე ინფორმაციით, 2015 წელს, „კახური ტრადიციული მეღვიენობის“ წარმოება გაფართოვდა-  “KTW-აგრო-ქედასა“ და “KTW-აგრო-ჩოხატაურში“ გაიხსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქართული ნატურალური ნედლეულისგან კომპოტებს, მურაბებს, ჯემებსა და ტყემლებს აწარმოებს. „Beijing Charming Grand International Trading Co.,” LTD  წელს  უკვე გეგმავს აღნიშნული პროდუქციის გატანას ჩინეთის ბაზარზე და მუშაობის დაწყებას ამ მიმართულებითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები