LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალა კალაძე თბილისის მერის პოსტზე ხელფასს არ აიღებს

43

კალა კალაძე თბილისის მერის პოსტზე ხელფასს არ აიღებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, კალაძე მერის ხელფასს საკუთარი მოხმარებისთვის არ გამოიყენებს და ის სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.

„მერის ანაზღაურება 3 180 ლარია. კალაძე ამ თანხას საკუთარი მოხმარებისთვის არ გამოიყენებს. მერის ხელფასი მოხმარდება სოციალურ საჭიროებებს. ძალიან ბევრი განცხადება შემოდის და ყველაფერს მერია ვერ გაწვდება. შესაძლოა პირის მდგომარეობა ვერცერთ სოციალურ პროგრამას ერგება და შესაბამისად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. სწორედ მსგავს საჭიროებებზე იქნება მიმართული კახა კალაძის ხელფასი თბილისის მერის თანამდებობაზე“, – აცხადებენ მერიაში.

კალაძე ხელფასს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროსაც არ იღებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები