LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას აგრძელებს და ბიუჯეტის ხარჯზე მილანში იფრინა – ხაბეიშვილი

97

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოში დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა. ხაბეიშვილის განცხადებით, ბრძანების თანახმად, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა.

ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგაც კალაძეს არ მიუთითებია, ვინ იყო „პოტენციური ინვესტორი“, რომელსაც იგი მილანში ჩასვლისას შეხვდა.

„ის, რომ კახა კალაძე და დედაქალაქის მერია ბიუჯეტის სახსრებს უყურებს ისე, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ეს უკვე დამტკიცდა ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარით. კალაძე აგრძელებს 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმა შეიჭრა. ბიუჯეტმა ვიზიტში გადაიხადა 14 000 ლარზე მეტი. კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, კალაძის ბრძანება, რომელზეც მისი ხელმოწერაა. აღნიშნულით დასტურდება, ის იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც, ვინ იყო ეს პოტენციური ინვესტორი, ბურუსით არის მოცული, რადგან დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი არ წერია. სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორად კალაძე განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც მას „ნანეტი“ შეჭრა,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დოკუმენტაციებთან ერთად ხაბეიშვილმა კალაძის მილანელ დალაქთან ერთად გადაღებული ფოტოც წარმოადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები