LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: გაზის გაძვირება გამორიცხული არ არის

100

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახი კალაძე გაზის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამ საკითხზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მუშაობს.

“არ რის გამორიცხული რომ ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება მოხდეს. თუ რამდენით ან როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება მალე. თუმცა, შეიძლება არც მოხდეს გაძვირება”, – განაცხადა კალაძემ.

მარეგულირებელ კომისიაში 4 ენერგეტიკული კომპანიის განცხადება შევიდა, რომლებიც ბუნებრივი გაზის ტარიფის მომატებას თებერვლიდან ითხოვენ.სემეკი გადაწყვეტილებას ზაფხულის დასაწყისში გამოაცხადებს.