LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: გაზის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს

77

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კალაძის განცხადებითვე, ტარიფთან დაკავშირებით საკითხს ამ დროისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სწავლობს. კონკრეტული თარიღი და ციფრები სწორედ კომისიის მიერ გაკეთებული გათვლების შემდეგ გახდება ცნობილი.

შესაძლო გაძვირების მიზეზად მინისტრი იმპორტზე დამოკიდებულებას ასახელებს.

„ბუნებრივი გაზი სრულად იმპორტირებულია მეზობელი ქვეყნიდა მისი შესყიდვა ხდება დოლარში, მოსახლეობა კი მას ლარში ყიდულობს. სწორედ ამიტომ შეიძლება მოგვიწიოს ტარიფის კორექტირება“, – განაცხადა კახი კალაძემ.

ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მინისტრი მიზნობრივ სუბსიდირებაზეც საუბრობს –იმავე პრინციპით, როგორც ეს ელექტროენერგიის შემთხვევაში ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები