LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე გენუაში მომხდარის გამო, იტალიელ ხალხსა და მთავრობას უსამძიმრებს

62

თბილისის მერი, კახა კალაძე გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო, იტალიელ ხალხსა და მთავრობას უსამძიმრებს.

„შემაძრწუნებელია იტალიის ქალაქ გენუაში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მწუხარებას ვუცხადებ იტალიელ ხალხს და თანაგრძნობას გამოვხატავ იტალიის მთავრობის მიმართ.ვუსამძიმრებ დაღუპულთა ახლობლებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს“, – აღნიშნულია კახა კალაძის განცხადებაში.

გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 13, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანები არიან მოყოლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები