LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე კვლავ ლიდერობს: თბილისში ყველა უბანი დათვლილია

71

წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძე თბილისის მერია – ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის თბილისის 737 უბანზე ყველა ხმა დათვლილია.

საბოლოო შედეგებით, კალაძემ გამარჯვება 51.13%–ით მოიპოვა.

მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა 17.49%-ით.

მესამე ადგილზე კი ზაალ უდუმაშვილია 16.53%–ით.

„ევროპელი დემოკრატების“ კანიდატმა ელენე ხოშტარიამ ხმების 7.12% მიიღო და ამ მონაცემებით მეოთხე ადგილი დაიკავა.

საბოლოო შედეგების მიხედვით, მას მოსდევს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი 3.02%–ით.

ხუთეულში ვერ შევიდა „ერთობა ახალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე. მან ხმების 1.95% მიიღო.

დაახლოებით იგივე შედეგი დააფიქსირა დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა კახა კუკავამაც – მან თვითმმართველობის არჩევნებში 1.26% მიიღო.

კიდევ უფრო ნაკლები ხმა დააგროვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გიორგი გუგავამ. ცესკოს მონაცემებით, მან ხმათა 0.96 % მიიღო.

დანარჩენი კანდიდატები 0.2 %–იან ბარიერს ქვემოთ არიან.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველადი წინასწარი შედეგებია.  საბოლოო შედეგები თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შედგება შემაჯამებელი ოქმი და შესაბამისი აქტი გამოიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები