LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მემანქანეები შანტაჟის ენით არა მხოლოდ მერიას, არამედ 400 ათას მოქალაქეს ესაუბრებიან

57

მემანქანეები არა თუ მერიას, არამედ 400 000 მოქალაქეს ესაუბრებიან შანტაჟის ენით. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად მეტროს მეშვეობით გადაადგილდებიან, -ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, არც მერიას და არც სატრანსპორტო კომპანიას ამ ეტაპზე ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა არ აქვთ.

„ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გაიზარდოს. გაფიცვასაც  თავისი წესი აქვს, რომელიც კანონით არის გაწერილი.  ვაპირებთ მათი მოთხოვნა სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ნამდვილად არასწორი მოთხოვნებია მათი მხრიდან წამოყენებული. რამდენჯერმე გავაკეთეთ ახსნა-განმარტებითი განცხადება, რომ ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვთ შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ. ეს არის გამორიცხული და შეუძლებელი. უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე გვყავს ადამიანები დასაქმებული, რომლებიც იღებენ 400-800 ლარს”,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ,  როგორც კი ქვეყანას და ქალაქს შესაძლებლობა გაუჩნდება, ხელფასების მომატების ინიციატორი თვითონვე იქნება.

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება “სამუშაო საათების განმავლობაში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები