LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე მოადგილეების ხელფასის გაორმაგებაზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

142

თბილისის მერი მისი მოადგილეებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და სიცრუეს უწოდებს, ამის შესახებ კახა კალაძემ  ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მან და თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ განმარტებები გააკეთეს, თუმცა ეს განცხადებები კონკრეტულ სიუჟეტში საერთოდ არ გაუშვეს და ამოჭრეს. ვიდეო მიმართვაში კახა კალაძემ ისაუბრა იმ თანამდებობრივ სარგოებზე, რომლებსაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ.

 

“საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. „ფეისბუქი“ ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გთხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე – იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, – განაცხადა კალაძემ.

 

კახა კალაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი მერობის პირობებში მოადგილეებს, კერძოდ, მერის წლიური ხელფასი – 38 160 ლარი, თვეში – 3180 ლარი; ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე წლიურად – 75 600 ლარი, თვიურად – 6 300 ლარი; დანარჩენი მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი წლიური – 73 800 ლარი, თვეში საშუალოდ – 6150 ლარი.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1155127281257373/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები