LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე მოუწოდებს ბურჭულაძეს ჩამოყალიბდეს, “პარტიაა თუ ფონდი”

37

კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „პაატა ბურჭულაძე უნდა ჩამოყალიბდეს, ვინ არის, რა არის,  პარტია თუ ფონდი“. ვიცე-პრემიერი „საქართველოს განვითარების ფონდის“ ბრალდებებს ეხმიანება, რომ რეგიონების მოსახლეობას არ ეძლევა მათთან შეხვედრის საშუალება.
”მე ამას გამოვრიცხავ, ზოგადად, ხელისშეშლები წარსულს ჩავაბარეთ. დღეს სააქართველოში ისე როგორც არასდროს, არის სიტყვის თავისუფლება, თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები არის დაცული, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მივესალმებით ქვეყანაში განსხვავებული აზრის არსებობს. ეს ასეც უნდა იყოს, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ქვეყაში ყველას ერთი აზრი, ან ერთი პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები