LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი ღამის ეკონომიკის განსავითარებლად

38

მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკა განვავითაროთ, თებერვლის ბოლოს ვგეგმავთ ამის შესახებ პრეზენტაციის გამართვას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის თბილისის კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, კონკრეტულ პროექტებზე მუშაობენ, რომელიც უნდა განხორციელდეს. „თებერვლის ბოლოს ვგეგმავთ ამის პრეზენტაციას. წინასწარ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მთელი რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ღამის ეკონომიკა განვავითაროთ, ხელი შევუწყოთ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ა. შ. ასე, რომ თებერვლის ბოლოს გავაკეთებთ პრეზენტაციას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები