LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული მოედანი გვექნება

79

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ის სარდაფები დაათვალიერა, სადაც, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და სხვადასხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული მოედანი გვექნება, რეაბილიტირებული შენობა-ნაგეობებით, რომლის უმეტესობა ისტორიული ძეგლია. სამუშაოების შესრულების დროს, მიწის ქვემოთ სარდაფებია აღმოჩენილი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეს ითვლიან“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ქალაქისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის იქნეს გამოყენებული.

„არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ გააჩნიათ და თავად ქმნიან ღირსშესანიშნავ ადგილებს ტურისტების დასაინტერესებლად. ჩვენ კი, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გვაქვს და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ თბილისში, რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ჩვენი ქალაქი კი რეგიონული ცენტრი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე გუდიაშვილის მოედანზე ისტორიული ძეგლების საძირკველებისა და სარდაფების გაწმენდა მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სულ 30-მდე შენობა აღდგება, რომელთაგანაც 20-მდე ისტორიული ძეგლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები