LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე : სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას,

46

კახა კალაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაამტკიცა, რომ ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი.

„შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ბეჭედი დაესვა იმას, რომ მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი. მას აქვს დანაშაული კონკრეტულ საქმეებში, რომელიც ჰქონდა წაყენებული და სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი. მე ვფიქრობ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იყო დიდი შოკი, რადგან სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო“, -განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები