კალაძე ტიფანიზე: გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი

176

“გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლი”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ძაღლ ტიფანისთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს Facebook-ზე კახა კალაძის მიერ თავშესაფრიდან წამოყვანილი მეტისის ლეკვის, ტიფანის ფოტოები გავრცელდა. მათზე ჩანს, რომ ძაღლი მერიის ეზოში, მომცრო გალიაში ცხოვრობს. ჟურნალისტების კითხვაც სწორედ ამ ფოტოებს უკავშირდებოდა.

ჩემი დამოკიდებულება ცხოველების და განსაკუთრებით ძაღლების მიმართ ყველამ ძალიან კარგად იცის. ტიფანის რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ როგორი პატარა იყო, როცა თავშესაფარიდან წამოვიყვანეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა ჰქონდა ძაღლს. დღეს, ძალიან კარგად არის, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს კაბინეტში გაიზარდა. ყოველდღიურად სამჯერ ის სეირნობს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ასევე ყოველდღიურად მოდის მასწავლებელი, კინოლოგი, რომ გაწვრთნას. ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა ჩემთან ერთად ადის წყნეთში, გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლიდი ნამდვილად 

https://www.facebook.com/mtoqma/videos/1990813764283942/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები