LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე VS მაგთი – მინისტრმა გაყიდული ნომერი დაიბრუნა

135

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „მაგთიკომისგან“ გაყიდული სააბონენტო ნომერი დაიბრუნა. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მობილურ ოპერატორსა და აბონენტს შორის დავა მორიგებით დასრულდა.
მათივე ცნობით, კალაძის განცხადების საფუძველზე შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ დავის განხილვა 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაიწყო.

”საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეებმა მორიგების მიზნით კომისიისგან არსებითი განხილვის გადადება მოითხოვეს, რაც დააკმაყოფილდა. მიმდინარე წლის 9 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოდავე მხარეების წარმომადგენლება განაცხადეს, რომ შპს „მაგთიკომსა“ და ფიზიკურ პირ კ. კალაძეს შორის მიღწეულია შეთანხმება და დავის არ არსებობის გამო მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. კომისიამ მხარეების მოთხოვნ დააკმაყოფილა”, – აცხადებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებეთ, „მაგთიკომმა“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ნომერი გაუყიდა. ვიცე-პრემიერმა კი კომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. კალაძე კომპანიის მიერ სააბონენტო ნომრის ჩამორთმევასა და სხვა პირზე გასხვისებას აპროტესტებდა. მაშინ ”მაგთიკომში” განაცხადეს, რომ ნომრის გაყიდვის მიზეზი ხელშეკრულების პირობები გახდა, რომლის თანახმადაც, სააბონენტო ნომერი იყიდებოდა 6 თვის გათიშვის/უმოქმედობის შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები