LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე „ყვითელი მარშუტკების“ მფლობელებს კონდიცირების პრობლემის მოგვარებას ავალებს

104

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ე.წ. „ყვითელი მარშუტკების“ მფლობელ კომპანიას ზაფხულში ტრანსპორტში კონდიცირების პრობლემის მოგვარებას ავალებს.

კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მის მოადგილეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს სთხოვა ამ საკითხის მოგვარება.

„ზაფხული ახლოვდება. გავალებთ, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები „ყვითელი მარშუტკების“ კომპანიის მფლობელებთან, რომ ზაფხულში კონდიცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭრიდეს განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა, რომ ადამიანები იყვნენ ელემენტარულად კომფორტულ გარემოში. დღესვე დაიწყეთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ ეს პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო და არ მოგვიწიოს ამაზე ყურადღების გამახვილება,“ – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები