LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ “გაზპრომის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი შეხვედრის გამართვის თაობაზე დაადასტურა

69

კახა კალაძემ “გაზპრომის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი შეხვედრის გამართვის თაობაზე დაადასტურა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, უკვე წლებია, ბუნებრივ აირს რუსეთიდან ვიღებთ და „გაზპრომთან“ ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა.

“ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ფიქრობს ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებაზე, აქ საუბარი არ არის მხოლოდ დამატებითი მოცულობის შემოტანაზე რუსეთიდან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ირანთან მიმართებაში, რადგან ჩვენ დღეს ვხედავთ, არის რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ მოვახერხოთ ირანიდან ბუნებრივი აირის წამოღება და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მაგალითად, ირანიდან წამოღებული გაზი მოხვდეს თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში. ამიტომ ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ როგორც შაჰდენიზის შემთხვევაში”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები