LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძეს ვეამ აჯობა: მილანის ფეხბურთელი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა

43

1995 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი, „მილანის“ ლეგენდარული ფორვარდი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა. „ჩელსის“, „მონაკოსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

პირველი ტური ოქტომბერში გაიმართა, რომელშიც ვეამ ხმების 38.4 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, ლიბერიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბოკაიმ – 28.8 პროცენტი. მეორე ტურში ვეამ ბოკაის 15-დან 12 ოლქში აჯობა.

“მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და მომხრეებს, რომლებიც მეხმარებოდნენ საარჩევნო კამპანიის დროს”, – დაწერა ვეამ საკუთარ “ტვიტერზე”.
51 წლის ვეას “ოქროს ბურთის” გარდა, სამჯერ აქვს მოგებული აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი სტატუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები