LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის აზრით, დასანანია, როდესაც რესპონდენტს პასუხის საშუალებას არ აძლევენ

79

კახა კალაძეს სალომე ასათიანის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან არ უნახავს, თუმცა ამბობს, რომ დასანანია, როდესაც ჟურნალისტი იწვევს რესპონდენტს და არ აძლევს შესაძლებლობას, დასმულ კითხვაზე დაამთავრებინოს პასუხი.
„გულწრფელად გეტყვით, ინტერვიუსთვის არ მომისმენია, თუმცა სოციალურ ქსელში როდესაც ვნახე, თუ რა განწყობები იყო ამ ინტერვიუსთან მიმართებაში, მივხვდი, თუ რა ფორმატით იყო ინტერვიუ წარმართული. სხვადასხვა მოსაზრება მოვისმინეთ ინტერვიუსთან დაკავშირებით, თუმცა დასანანია, როდესაც ჟურნალისტი იწვევს რესპონდენტს და არ ვაძლევთ შესაძლებლობას დასმულ კითხვაზე დავამთავრებინოთ პასუხი და შემდეგ დავუსვათ კითხვა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარვეზსა და პრობლემას წარმოადგენს, თუმცა როდესაც პოლემიკა იმართება, ეს ნორმალურია. მე ბატონი ივანიშვილის მხრიდან არაერთხელ მომისმენია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყოველთვის მზადაა უპასუხოს ყველაზე მწვავე კითხვებსაც კი და თუ ჩვენ გადავხედავთ მის შეხვედრებს, აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი ყოველთვის მაქსიმალურად ამომწურავად პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც აწუხებს და რომელიც არის საზოგადეობაში”, – განაცხცადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები