LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის ცოლის ძმა შვებულებიდან აღარ გამოვა

264

თბილისის სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი არეშიძე დღეს დილით შვებულებაში გავიდა, შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი სამსახურში აღარ დაბრუნდება, ინფორმაციას „პირველი რადიო“ ავრცელებს.

არეშიძე თბილისის მთავრობის არც გუშინდელ სხდომას დასწრებია. დიპლომის სკანდალის შემდეგ, არეშიძეს მისი ოჯახის წევრმა, ვიცე- პრემიერმა კალაძემ გადადგომა ურჩია, თუმცა არეშიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომა მის გეგმებში არ შედიოდა.

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, გიორგი არეშიძის სამსახურიდან წასვლა გვიან ღამით,ხელისუფლებაში გამართულ დახურულ კონსულტაციებზე გადაწყდა და ვიცე- პრემიერის ცოლის ძმის სამსახურიდან წასვლის ეს ფორმა იქნა მოფიქრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები