LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის მდიდრული ავტოპარკი და მეტროსა და ავტობუსით მგზავრობა (ფოტოები)

589

თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე, წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდეგაც, ტრანსპორტის თემას დიდ ყურადღებას უთმობს.

ამ მოკლე პერიოდში მან უკვე იმგზავრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თანაც რამდენჯერმე.

კალაძე ამ მხრივ არსებულ პრობლემებს ეცნობა და საზოგადოებას მის მოგვარებას ჰპირდება.

კალაძემ ორჯერ იმგზავრა მეტროთი…

დაათვალიერა ავტობაზა და იყო როგორც ყვითელ, ისე ლურჯ ავტობუსებში…

არჩევნებამდე, დღე მანქანის გარეშე, ველოსიპედზე გაატარა და პეკინის ახალი ველობილიკი შეამოწმა

თუმცა, ეს სულაც არაა მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ბოლო პერიოდში ის საზოგადოების წინაშე ამ მინიკუპერით ჩნდება.

ამ ავტომობილის გარდა ის 11 ავტომანქანას და 2 მოტოციკლეტს ფლობს. მათ შორის ჰყავს ისეთი ძვირფასი მანქანები, როგორიცაა პორშე, ბენტლი და ლამბორჯინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები