LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძის თქმით, ცირკის შენობაში სასტუმროს აშენება შეუძლებელია

130

თბილისის ახლად არჩეული მერის, კახა კალაძის განცხადებით, ცირკის შენობაში სასტუმროს აშენება შეუძლებელია. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია პირველად ესმის.

“პირველად მესმის, რომ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ცირკის შენობა შეიძლება იყიდება, ეს კერძო საკუთრებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ სასტუმრო აშენდება, ეს შეუძლებელია”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც თბილისის ცირკის შენობის ნაცვლად სასტუმროს განთავსება იგეგმება.

თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ბროკერების ცნობით, შენობის საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები