LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალათბურთის დაკავებული მსაჯები ბრალს აღიარებენ

32

კალათბურთის დაკავებული მსაჯების – ირაკლი და დავით ბერძენიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და თავს დამნაშავედ გრძნობენ. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში სუსი-დან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ამ წუთებში ირაკლი და დავით ბერძენიშვილების დაკითხვა მიმდინარეობს.

ისინი დღეს დააკავეს კომერციული მოსყიდვის ფაქტზე. კალათბურთის ფედერაციის ეგიდით .. ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით, თუმცა ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ მათთვის. დაკავებულებს ედავებიან იმას, რომ გარკვეული თამაშების სანაცვლოდ აიღეს უკანონოდ გარკვეული ანაზღაურება. მათი პოზიციაა ის, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ისინი აცხადებენ, რომ მათ აიღეს გარკვეული თანხა და დანაშაულს აღიარებენ, თუმცა რომელ თამაშებზეა საუბარი ვერ გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, უფლებადამცველის განმარტებით, ვისთან ერთად მოქმედებდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ირაკლი და დავით ბერძენიშვილები, ვერ დააკონკრეტებს, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. მისივე განმარტებით, ამ სქემას გამოძიება დაადგენს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. მთლიანობაში, აყვანილია 5 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები