LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალათბურთში გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

68

კალათბურთში გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა გახდა დათიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

დათიკაშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის,
თქმით,  ამ ეტაპზე მას რაიმე დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა. მთლიანობაში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა – ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები