LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა (ფოტო)

44

კალიფორნიაში ძლიერ ხანძართან ბრძოლისას ორი მეხანძრე დაიღუპა.

ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ცეცხლოვანმა ქარმა ხანძარი მდინარე საკრამენტოს მეორე სანაპიროზე გადაიტანა.

იწვის რამდენიმე დასახლება. განადგურებულია 500-ზე მეტი შენობა. 90 ათას ადგილობრივს სახლების მიტოვება მოუხდა, თუმცა, იმის გამო, რომ ცეცხლი მაგისტრალებს მიუახლოვდა და ევაკუაციის პროცესი ფერხდება, რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ხანძრის ახალი კერები ჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები