LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში ცოლ-ქმარს 13 შვილი გამომწყვდეული, მათგან ზოგიერთი ჯაჭვებით დაბმული ჰყავდა

88

კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, რომლებსაც 2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერთი კი ჯაჭვებით იყო დაბმული. ამის შესახებ რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისი იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, 14 იანვრის დილით, 10 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა და სამაშველო სამსახურში დარეკა. გოგონამ განაცხადა, რომ მის მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმა ჯაჭვებით ჰყავთ დაბმული.

მოგვიანებით გაირკვა, რომ რამდენიმე ბავშვი სახლში, ბნელ ოთახებში საწოლებზე იყო მიჯაჭვული. ყველა დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში, დიდი ხნის უჭმელი იყო.

„გარკვეული დროის განმავლობაში მშობლები ვერ აყალიბებდნენ იმის ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ ჰყავდათ შვილები ასეთ მდგომარეობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციის განცხადებით, დაკითხვის შემდეგ ყველა დაზარალებულს საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარდა, მშობლები კი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები