LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

40

კალიფორნიის ჩრდილოეთ რეგიონებში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტ ადამიანს კი კვლავ ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, ხანძრების შედეგად 5,7 ათასი სახლია განადგურებული. 90 ათასი ადამიანი ევაკუირებულია. ამჟამად ხანძრის 17 კერაა, რომლის ლოკალიზებაში ცხრა ათასი მერხანძრე მონაწილეობს.

კალიფორნიის შტატის რვა ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიმდინარეობს 400-მდე ადამიანის ძებნა.

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი 10 ოქტომბერს გაჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები