LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიული პრემიერისთვის რენე ზელვეგერმა „კაროლინა ჰერერას“ ყვითელი კაბა აირჩია

185

რენე ზელვეგერი იმ ვარსკვლავების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც საზოგადოებაში ხშირად არ ჩნდება. როგორც წესი, მსახიობის ნახვა ახალი ფილმის პრომოტურზე ან პრემიერაზეა შესაძლებელი.

ამ დღეებში კალიფორნიაში ფილმის „ისეთივე სხვანაირი, როგორც მე“ პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე წარსადგენად ზელვეგერმა „კაროლინა ჰერერას“ ყვითელი კაბა აირჩია. 48 წლის მსახიობმა უპირატესობა ბუნებრივ მაკიაჟს მიანიჭა.

რაც შეეხება ფილმს, ის რეჟისორ მაიკლ კარნის პირველ სრულმეტრაჟიან ნამუშევარს წარმოადგენს და რენეს პარტნიორობას მასში ჯონ ვოიტი, გრეგ კინირი და ოლივია ჰოლტი უწევენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები