LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერამ დრამატული კადრები დააფიქსირა: გზასთან ახლოს თვითმფრინავი აალდა

52

აშშ-ში, ზღვისპირა ქალაქ მუკილტეოში, ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორმა, მსუბუქი თვითმფრინავის ვარდნის დრამატული კადრები დააფიქსირა.

ვიდეოში ჩანს, როგორ ედება თვითმფრინავი მიწაზე დაშვებამდე ელექტროგადამცემ ხაზებს და ცეცხლი ეკიდება. შემთხვევა მანქანებით სავსე გზატკეცილზე მოხდა.

 

 

უცხოური პრესის ცნობით, ავიაკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეხანძრეებმა აალებულ თვითმფრინავს დროულად მიუსწრეს. გავრცელებულ სურათებში ჩანს, როგორ ყრია ჩამოვარდნილი თვითმფრინავის გარშემო ქვიშა.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი ძლიერ დაზიანდა, ასევე ზიანი მიადგა ახლომდებარე სახლებსაც.

მსუბუქი თვითმფრინავის პილოტი მეზობელი შტატიდან, ორეგონიდანაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დასაშვებზე მაღლა აფრინდა სადაც, თვითმფრინავის ძრავი გაფუჭდა. გამომძიებლები ამბობენ, რომ პილოტი ცდილობდა, რომ შედარებით თავისუფალ ადგილას დამჯდარიყო.

შემთხვევის შედეგად დაზიანებულ სახლებსა ხელისუფლება აღადგენს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები